ფეხბურთი

14:39 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ჯერარდმა “რეალს” ორჯერ უთხრა უარი"

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ 2004 წელს ფლორენტინო პერესს სთხოვა სტივენ ჯერარდის გადმობირება, თუმცა ინგლისელმა “ლივერპული” არ დატოვა.

“2004 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესთან ჯერარდის გადაბირებაზე საუბარი მქონდა და მინდოდა, ინგლისელს ნახევარდაცვაში ჩემთვის პარტნიორობა გაეწია. ვიცი, რომ “რეალმა” კლუბმა ორჯერ სცადა მისი ყიდვა, თუმცა ჯერარდმა “ლივერპული” არ დატოვა. ცოტა ფეხბურთელს თუ უთქვამს უარი “რეალისთვის”, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჯერარდი ერთგული კაცია.” – განაცხადა ფრანგმა.

იმ შემთხვევაში, თუ ჯერარდი მადრიდის “რეალის” რიგებს 2004 წელს შეუერთდებოდა, იმჟამინდელი სამეფო კლუბის შემადგენლობა ასეთი იქნებოდა: კასილიასი, სალგადო, პავონი, სამუელი, რობერტო კარლოსი, ბექჰემი, ჯერარდი, ზიდანი, ფიგუ, რაული, რონალდო.

ათის წლის შემდეგ კი ჯერარდი ბოლო სეზონს ატარებს “ლივერპულში” და ზაფხულში კლუბს დატოვებს.

0.152895