ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთში იმყოფება და ქალაქ შენჟენის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში ტაივანელ ჩინ-ვეი ჩანთან ერთად ჩაება.
პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილი ქართულ-ტაივანური წყვილი იაპონელი რიკა ფუჯივარას და ტაივანელი შუ-ინ ჰსიეს ტანდემს გაეჯიბრა და იოლი გამარჯვება იზეიმა – 6:1, 6:2.
მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და ჩანი სერბულ-ჩეხურ (კრუნიჩი-სინიაკოვა) და შვეიცარიულ-რუსულ (ბაჩინსკი-ზვონარევა) წყვილებს შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.