კალათბურთი

14:10 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის უქულო მატჩი და “სან დიეგოს” მარცხი

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და ბოლო წამებზე “სანტა კლარასთან” 56:59 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა და ორქულიანი, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა.

სან დიეგოელთა რიგებში საუკეთესო ჯონი დი იყო 20 ქულით. “ტორეროსი” მომდევნო თამაშს 8 იანვარს “ლოიოლა მერიმონტთან” ჩაატარებს.

ამჟამად, დუდას კლუბს 1 მოგება და 3 მარცხი აქვს.

0.118944