ფეხბურთი

11:02 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ჩეხით დაინტერესდა

“ჩელსის” 32 წლის მეკარემ პეტერ ჩეხმა კარიერა შესაძლოა “რომაში” განაგრძოს. ინფორმაციას Daily Express ავერცელებს.

ოღონდ, როგორც წყარო იუწყება, გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამორიცხულია, ჩეხმა შესაძლოა ზაფხულში გამოიცვალოს კლუბი.

მიმდინარე სეზონში ჩეხმა “ჩელსის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, სულ 8 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაუშვა, ძირითადი მეკარე კი გახდა ბელგიელი ტიბო კურტუა, რომელიც კლუბმა მადრიდის “ატლეტიკოდან” დაიბრუნა.

0.451817