ფეხბურთი

21:55 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციმ “რომასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ალესანდრო ფლორენციმ “რომასთან” კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა და ფეხბურთელი კლუბში 2019 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია “მგლების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში რომაელთა მაისურით 23 წლის შემტევმა 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორჯერ თანაგუნდელსაც გაატანინა. იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ფლორენცი მოედანზე 7 შეხვედრაში გამოჩნდა და “სკუადრა აძურას” გულშემატკივრები მხოლოდ ერთხელ გაახარა.

0.114