ფეხბურთი

18:09 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 კაშია და ყაზაიშვილი “ვიტესის” ფანების იდეალურ გუნდში

არნემის “ვიტესის” ფანებმა იდალური გუნდი შეადგინეს, რომელშიც ორივე ქართველი ლეგიონერი მოხვდა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი vitesse.netwerk.to იუწყება. ხსენებულ გუნდში გურამ კაშია ცენტრალური მცველის პოზიციაზეა გამწესებული, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი - მარცხენა ნახევარმცველის.

მიმდინარე სეზონში 27 წლის კაშიამ, რომელიც გუნდის კაპიტანია “ვიტესში” 11 მატჩი ჩაატარა, ხოლო ყაზაიშვილმა 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

0.123127