სან სებასტიანის “სოსიედადის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიელ სპეციალისტს სტივენ ჯერარდის გადაწყვეტილების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:
“სტივენს “ლივერპულსა” და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დიდებული კარიერა ჰქონდა და მისი ჩანაცვლება რთული იქნება. თუ იგი ესპანეთში თამაშს გადაწყვეტს მას შეუძლია დამირეკოს.”
ჯერარდის “ლივერპულიდან” აბარგება სეზონის ბოლოს უკვე გადაწყვეტილია. მოიესის კომენტარიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შოტლანდიელს ინგლისელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, ჯერარდი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ ბექჰემის ყოფილ კლუბ “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გააგრძელებს.