ფეხბურთი

16:28 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას “ვერონაში” დარჩენის შანსი აქვს

იტალიური ინტერნეტპორტალი tuttomercatoweb.com-ი იუწყება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ დიდი შანსია მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი “ვერონაში” გაატაროს.

ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები “ვერონას” ეკუთვნის, რომელმაც შარშან ახალგაზრდა ფეხბურთელი რუმინულ “კლუჟში” გაანათხოვრა. ქართველმა რუმინელთა რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა. პირველი წრის დასრულების მერე, მას იჯარის ვადა ამოეწურა და “კლუჟი” დატოვა.

“ვერონა”, რომელსაც ანდრეა მანდორლინი წვრთნის იტალიის სერია A-ს 20 გუნდში მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117306
სარეკლამო ადგილი - 99
X x X