ფეხბურთი

16:11 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენ არფა სამშობლოში დაბრუნდა

“ნიუკასლის” საკუთრებაში მყოფი ფრანგი შემტევი ბენ არფა კარიერას ლიგა ერთის ბინადარ “ნიცაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჯერჯერობით ნიცელებს ტრანსფერის დეტალები არ გაუხმაურებიათ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს.

ლიონის “ოლიმპიკის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი 2008 წელს “მარსელის” რიგებს შეუერთდა. 2010 წელს მარსელელებმა ზაფხულში “ნიუკასლში” ნახევარი წლით გაანათხოვრეს, ხოლო 2011 წლის იანვარში საბოლოოდ “კაჭკაჭებმა” იყიდეს.

2014 წლის სექტემბერში “ნიუკასლმა” ფრანგი ერთი სეზონით “ჰალში” გაანათხოვრა, თუმცა არფა მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსს ვერ შეეწყო და საბოლოოდ შემტევი “ნიცაში” აღმოჩნდა.

0.112715