“ნიუკასლის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ “კრისტალ პალასის” თავკაცად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია “არწივების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ინგლისელმა სპეციალისტმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გააფორმა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “კაჭკაჭებთან” პარდიუს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა და ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტისთვის “კრისტალ პალასმა” “ნიუკასლს” კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
პარდიუს დებიუტი ახალ გუნდში 4 იანვარს ფეხბურთის ასოციაციის თასზე “დოვერ ატლეტიკის” წინააღმდეგ გაიმართება.