ფეხბურთი

19:34 | 2.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი "ინტერში" სამედიცინო შემოწმებას 3 იანვარს გაივლის

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერი” ლონდონის “არსენალს” გერმანელი თავდამსხმელის ლუკაშ პოდოლსკის იჯარაზე შეუთანხმდა და მსოფლიო ჩემპიონი მილანში სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 3 იანვარს გაივლის.

29 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს განათხოვრების წესით “ნერაძურელთა” რიგებში გაატარებს. მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს მილანელები “მეთოფეებს” გერმანელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მიმდინარე სეზონში ლუკაშ პოდოლსკიმ “არსენალის” რიგებში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა. არსენ ვენგერი ფეხბურთელს ნაკლებად ენდობოდა და გერმანელი მოედანზე საშუალოდ 25 წუთით ჩნდებოდა. ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდა და კლუბის გამოცვლის სურვილსაც ღიად აცხადებდა.

0.125702