ფეხბურთი

13:51 | 2.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო კრიშტიანუს წინააღმდეგ

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ყველა დროის მსოფლიო საფეხბურთო ნაკრების თავისი ვერსია შემოგვთავაზა. “კრუზეიროს”, პსვ-ს, “ბარსელონას”, “ინტერის”, ”რეალის”, “მილანის” და “კორინთიანსის” ყოფილმა ფორვარდმა ფეხბურთის ისტორიის კარგი ცოდნა გამოავლინა და საკუთარ თერთმეტეულში ადრეული ეპოქების მოთამაშეებიც შეიყვანა.

კარის ხაზზე “კიჭამ” ადგილი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარეს ხოსე ირიბარს მიანდო, ხოლო წინა ხაზზე ალფრედო დი სტეფანო, პელე, ფრანც ბეკენბაუერი, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა ჩართო.

ამასთან რონალდოს გუნდში ადგილი არ მოინახა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსთვის.

“კიჭას” ნაკრებს შემდეგი სახე აქვს: ირიბარი - კაფუ, ბეკენბაუერი, მალდინი – კრუიფი, ჩავი, ზიდანი, მარადონა – მესი, დი სტეფანო, პელე.

თეგებირონალდო
0.160108