პრემიერლიგაში მეოცე ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. 46-46 ქულით გათამაშების ცხრილს სათავეში “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” უდგნან. ტურის დასკვნით მატჩში “ტოტენჰემმა” “არისტოკრატებს” 5:3 მოუგო და ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთპიროვნული ლიდერობა დააკარგვინა.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მოურინიოს მიერ გაწვრთნილ გუნდს ბოლოს 5 გოლი 2010 წელს ჰქონდა გაშვებული. იმხანად პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდის “რეალს” წვრთნიდა და “ბლანკოსი” ხუთჯერ კატალონურმა “ბარსელონამ” დაამწუხრა.
ტოტენჰემი – ჩელსი 5:3 (3:1)
ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი (დევისი, 76), ბენტალები, მეისონი (დემბელე, 14), ჩადლი, ერიკსენი, თაუნსენდი (პაულინიო, 67), კეინი.
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო
ჩელსი: კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპლიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი (სალახი, 72), ოსკარი (რამირესი, 46), აზარი, დიეგო კოშტა.
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (18). 1:1 კეინი (30). 2:1 როუზი (44). 3:1 თაუნსენდი (45-პენ). 4:1 კეინი (52). 4:2 აზარი (61). 5:2 ჩადლი (78). 5:3 ტერი (87)
გაფრთხილება: ბენტალები, პაულინიო, კეინი, ფაბრეგასი.
ბურთის ფლობა: 46-54. კარში დარტყმა: 11-19. ზუსტი დარტყმა: 8-7. სეივი: 4-3. ჯარიმა: 14-10