ფეხბურთი

22:44 | 1.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრენკ მეოთხე

“მანჩესტერ სიტის” ჰავბეკმა ფრენკ ლემპარდმა პრემიერლიგის მორიგ მატჩში “სანდერლენდს” 73-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა (“ქალაქელებმა” 3:2 იმარჯვეს) და ეს ბურთი პირადად მისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ლემპარდმა პრემიერლიგაში 176-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით “არსენალის” ლეგენდას ტიერი ანრის ერთი ბურთით გაუსწრო.

დღევანდელი გოლის წყალობით ლემპარდმა პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ფრენკი მხოლოდ ალან შირერს (260 გოლი), ენდი კოულს (187) და უეინ რუნის (181) ჩამორჩება.

0.114619