ფეხბურთი

19:00 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარმა “ჩელსისთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ოსკარი “სტემფორდ ბრიჯზე” 2019 წლამდე დარჩება – იუწყება “არისტოკრატთა” ოფიციალური ვებგვერდი.

23 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრქტის გაფორმებით ბედნიერი ჩანდა და მცირე ინტერვიუთი შემოიფარგლა.

“ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან მიყვარს “ჩელსი” და ინგლისში ცხოვრებითაც კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ აქ კიდევ ხუთი წელი დავრჩები”, - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარი “ჩელსიში” 2012 წელს გადავიდა “ინტერნასიონალიდან”. ამ დროის განმავლობაში მან ლონდონური კლუბის მაისურით 126 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

თეგებიოსკარი
0.130075