ტურის მთავარი მოვლენა აუგსბურგში მოხდა, სადაც "ბაიერნმა" წააგო – მიმდინარე ბუნდესსეზონში პირველად. პეპ გვარდიოლას შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე გუნდმა ვერაფერი გააწყო მასპინძლებთან. შეხვედრის ერთადერთი გოლი საშა მიოლდერსმა გაიტანა 31-ე წუთზე, როცა მარცხნიდან პირისპირ გავიდა მანუელ ნოიერთან და ძლიერად დაარტყა.
"ბაიერნს" ბუნდესლიგაში 53-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ხოლო ზედიზედ 65 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა. ორივე ეს სერია აუგსბურგში შეწყდა. ასე რომ, მარკუს ვაინცირლის გუნდმა დაუვიწყარი მოგება მიითვალა. საინტერესოა, რომ ფორვარდ მიოლდერსს ამ სეზონში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა აქტივში, აი მეორე კი ისეთი ფასეული გაიტანა და ისეთ გუნდთან, რომ კრიტიკოსები გააჩუმა.
"შალკემ" ბრემენში 1:1 ითამაშა "ვერდერთან". "მუსიკოსებმა" არგენტინელი დი სანტოს გოლით მალევე გახსნეს ანგარიში და პირველივე ტაიმში, დი სანტომ ძელს მოარტყა ბურთი, თუმცა შესვენებამდე გაათანაბრეს "ხუმარებმა": გერმანიის ამომავალმა ვარსკვლავმა ლეონ გორეცკამ გაიტანა.
"შტურგარტს" ჰაერივით სჭირდებოდა "ფრაიბურგთან" მოგება და 2:0 იმარჯვა. გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შესულმა რუმინელმა ალექსანდრუ მაქსიმმა ითამაშა, რომელმაც მინდორზე ფეხი შედგა თუ არა, რამდენიმე წამში გახსნა ანგარიში. ბოლოს კი, მაქსიმმა საგოლე პასი მიითვალა და მარტინ ჰარნიკმა ორამდე გაზარდა ანგარიში.
მეოთხე ადგილზე გადავიდა ლუსიენ ფავრის "გლადბახი", რომელმაც გასვლაზე 2:0 აჯობა ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ "ნიურნბერგს". სანუკვარი მეოთხე ადგილის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა "მაინცმა" კი ამავე ანგარიშით წააგო ფრანკფურტში. არადა, როგორ სჭირდებოდა გამარჯვება ტომას რუხელის "მაინცს" – ახლა უკვე ძნელია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლოს.
"დორტმუნდს" "ვოლფსბურგთან" თამაში უჭირს და გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა, თუმცა იურგენ კლოპის გუნდმა მეორე ტაიმში მაინც გაანიავა სენსაციის სუნი. პირველი ნახევარი "მგლებმა" ივიცა ოლიჩის ორიოდე მეტრიდან გატანილი გოლით მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ სხვა სცენარი ვიხილეთ: მარკო როისის კუთხური და რობერტ ლევანდოვსკი ათანაბრებს; 77-ე წუთზე კი "მგლების" მეკარე გრიუნი ცდება, ბურთი ხელიდან უვარდება და როისს გადამწყვეტი გოლი გააქვს.
ლევანდოვსკი მანჯუკიჩს გაუთანაბრდა გოლების რაოდენობით (17-17). იმ მანჯუკიჩს, რომელიც სწორედ პოლონელის "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ, სავარაუდოდ, "შემცირებაში" მოჰყვება და სხვა კლუბში წასვლა მოუწევს.
შტუტგარტი. "მერსედეს-ბენც არენა". 58500
შტუტგარტი – ფრაიბურგი 2:0 (0:0)
შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა, გენტნერი, გრუეზო (ლეიტნერი 81), ჰარნიკი, დიდავი (მაქსიმი 60), ტრაორე, იბიშევიჩი (ვერნერი 60).
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი.
ფრაიბურგი: ბაუმანი, გიუნტერი, გინტერი, ჰიონი, ზორგი, ფერნანდესი, დარიდა, შმიდი, კლაუსი (ფილიპი 90+3), ჰედე (კერკი 73), მეჰმედი.
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი.
გოლები: 1:0 მაქსიმი (61), 2:0 ჰარნიკი (89).
გაფრთხილება: ზორგი (13), გრუეზო (44), ჰარნიკი (90+3).
კარში დარტყმა: 12(7) – 18(9), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 1-3, ბურთის ფლობა პროცენტებში: 54-46, სეივი: 9-5.
ფრანკფურტი. "კომერც-ბანკ არენა". 54200
აინტრახტი – მაინცი 2:0 (0:0)
აინტრახტი: ტრაპი, ჯაკპა (ჩელოცი 86), მადლუნგი, სამბრანო, იუნგი, რუსი, ფლიუმი (მაიერი 62), ლანიგი, ბარნეტა (შრიოკი 88), აიგნერი, ხოსელუ.
მწვღთნელი: არმინ ფე.
მაინცი: კარიუსი, პარკი, ნოვესკი, ბელი, პოსპეხი, გაისი, მორიტცი (პოლსტერი 83), ზიმლინგი (პარკერი 57), კუ, ჩუპო-მოტინგი, ოკაზაკი (მალი 72).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი.
გოლები: 1:0 ხოსელუ (52). 2:0 მაიერი (85).
გაფრთხილება: რუსი (20), ზიმლინგი (38), ლანიგი (45), პოსპეხი (52), ფლიუმი (55), მორიტცი (58), ბელი (59)
კარში დარტყმა: 14(11) – 17(8), ჯარიმა: 13-22, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 5-4, ბურთის ფლობა პროცენტებში: 45-55, სეივი: 8-9.
ნიურნბერგი. "გრიუნდიგ-შტადიონი". 49800
ნიურნბერგი – გლადბახი 0:2 (0:1)
ნიურნბერგი: შეფერი, პლატენჰარდტი, პინოლა, დობანლი (პეკჰარტი 75), ანგა (მაკი 60), ფრატცი, ბალიჩი, გლუშეკი, კიოტაკე, ფიოლნერი, დრმიჩი (კამპანა 80).
მწვრთნელი: გერტ ვერბეკი.
გლადბახი: ტერ შტეგენი, დომინგესი, ბროუვერსი, იანიჩკე, კორბი, კრამერი, ნორტვაიდტი, არანგო, ჰერმანი (რუპი 67), რაფაელი (შაკა 77), კრუზე (ჰრგოტა 88).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი.
გოლები: 0:1 არანგო (17), 0:2 კრუზე (79 პენ).
გაფრთხილება: პინოლა (17), დომინგესი (35), კრამერი (66).
კარში დარტყმა: 14(9) – 15(11), ჯარიმა: 8-18, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 5-2, ბურთის ფლობა პროცენტებში: 55-45, სეივი: 9-9.
ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 42100
ვერდერი – შალკე 1:1 (1:1)
ვერდერი: ვოლფი, გარსია, კალდიროლა, პრიოდლი, ფრიტცი (ობრანიაკი 89), ბეგფრედე, მაკიადი, იუნუზოვიჩი, ჰანტა, ელია (პეტერსენი 83), დი სანტო (გებრე სელასი 56).
მწვრთნელი: რობინ დუტი.
შალკე: ფერმანი, კოლაშინაცი, მატიპი, აიჰანი, ჰოგლანდი, ნოიშტედტერი, გორეცკა, ბოატენგი, დრექსლერი, ობასი (მაიერი 73), ჰუნტელაარი (შალაი 89).
მწვღთნელი: იენს კელერი.
გოლები: 1:0 დი სანტო (15), 1:1 გორეცკა (33).
გაფრთხილება: დი სანტო (27), აიჰანი (44), ჰოგლანდი (77).
კარში დარტყმა: 19(10) – 9(4), ჯარიმა: 18-18, კუთხური: 9-4, თამაშგარე: 2-2, ბურთის ფლობა პროცენტებში: 45-55, სეივი: 3-9.
აუგსბურგი. "სგლ-არენა". 30660
აუგსბურგი – ბაიერნი 1:0 (1:0)
აუგსბურგი: ჰიტცი, ოსტჟოლეკი, ჰონგი (რაინჰარდტი 75), კარლსენ-ბრაკერი, ვერჰეგი, ბაიერი, ჰოლცჰაუზერი (ფილპი 55), ჰალილ ალტინტოპი, კორი, ეშვაინი, მიოლდერსი (ბობადილია 83).
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი.
ბაიერნი: ნოიერი, სალაჰი (ალაბა 51), ხავი მარტინესი, ვან ბუიტენი, ვაიზერი, კროოსი, შვაინშტაიგერი, ჰიობერგი, პიზარო (მიულერი 63), შაკირი (გიოტცე 46), მანჯუკიჩი.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლი: 1:0 მიოლდერსი (31).
გაფრთხილება: ჰონგი (58), ოსტჟოლეკი (65), ვან ბუიტენი (82), ვაიზერი (84), კარლსენ-ბრაკერი (85).
კარში დარტყმა: 11(7) – 16(8), ჯარიმა: 18-14, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 4-1, ბურთის ფლობა პროცენტებში: 36-64, სეივი: 8-6.
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 80650
დორტმუნდი – ვოლფსბურგი 2:1 (0:1)
დორტმუნდი: ლანჟერაკი, პიშჩეკი, პაპასტოპულოსი, ჰუმელსი, გროსკროიცი, კელი, შაჰინი (იოჟიჩი 46), მხითარიანი (კირხი 76), როისი, ობამეიანგი (დურმი 46), ლევანდოვსკი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
ვოლფსბურგი: გრიუნი, კნოხე, ტრეში (ოკსი 69), როდრიგესი, ნალდო, ლუის გუსტავო, მალანდა (კალიჯური 79), არნოლდი, დე ბრუინი, პერიშიჩი, ოლიჩი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი.
გოლები: 0:1 ოლიჩი (34), 1:1 ლევანდოვსკი (51), 2:1 როისი (77).
გაფრთხილება: ტრეში (32), შაჰინი (37), იოჟიჩი (55)
კარში დარტყმა: 10(8) – 19(13), ჯარიმა: 15-14, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-3, ბურთის ფლობა პროცენტებში: 49-51, სეივი: 12-6.
ბომბარდირები
17 – ლევანდოვსკი (დორტმუნდი)
17 – მანჯუკიჩი (ბაიერნი)
16 – დრმიჩი (ნიურნბერგი)
16 – რამოსი (ჰერტა)
14 – კისლინგი (ლევერკუზენი)
14 – რაფაელი (გლადბახი)
14 – ფირმინო (ჰოფენჰაიმი)
13 – ობამეიანგი (დორტმუნდი)
13 – როისი (დორტმუნდი)