ფეხბურთი

18:27 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი მექსიკასთან და ლატვიასთან ვერ ითამაშებს

“მილანის” ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში მექსიკასთან და ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში ლატვიასთან ვერ დაეხმარება.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აწუხებს.

ჰიდინკის ნაკრები მექსიკას 12 ნოემბერს დაუპირისპირდება, ხოლო ლატვიას 16 ნოემბერს.

0.11814