ფეხბურთი

19:06 | 31.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” როისის გადაბირება გაუადვილდება

“ბარსელონას” მიმართ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა მადრიდის “რეალს” მარკო როისის გადაბირების საქმე გაცილებით გაუიოლა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა Marca იუწყება.

გამოცემის ცნობით მადრიდში “ბლაუგრანას” სასჯელი საკუთარ გამარჯვებად აღიქვეს, რადგან კამპ ნოუელებს დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაყვანა სურთ. ამასთან, Marca-სვე აზრით, კასტილიელებს როისი ხელში იოლად მაინც არ ჩაუვარდებათ. საქმე ისაა, რომ მარკოს საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, პსჟ-ს და “ბაიერნს” სურთ.

მარკო როისს დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, ამასთან, მისი გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა. როისს “ბორუსიას” დატოვების სურვილი ადრეც გამოუთქვამს და სავარაუდოდ დორტმუნდელებს მასთან განშორება მოუწევთ.

წლეულს “ბორუსიას” რიგებში როისმა 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

P.S. მოგვიანებით Marca-მ გაავრცელა ცნობა, რომ “რეალისა” და “ბორუსიას” პრეზიდენტებმა ფლორენტინო პერესმა და რაინჰარდ რაუბალმა როისის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრეს. თუკი მადრიდელები როისის გამოსასყიდ თანხას, 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, მათ სხვა კლუბებთან შედარებით მარკოს გადაბირებაში პრიორიტეტი მიენიჭებათ.

0.125525