საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე – “ბელარუსის პრეზიდენტის თასზე” ხუთი მედალი მოიპოვა. თემურ გიორგაძის გუნდიდან ყველაზე შედეგიანად დავით კარბელაშვილმა იჭიდავა. სამბისტი, რომელიც ახლახან საქართველოს ჩემპიონატზე 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მინსკში 90 კილოგრამში სცადა ბედი და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა.
ნიკოლოზ კუციას (82 კგ) ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა. ამავე წონაში გიორგი ბაინდუროვმა მესამე ადგილი დაიკავა. ასევე ბრინჯაოს მედლები ირგუნეს ლევან ნახუცრიშვილმა (68 კგ) და ბექა ბერულავამ (74 კგ).
საქართველოს ნაკრები “ბელარუსის პრეზიდენტის თასზე” 13-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა.