1943 - დაიბადა მურთაზ ხურცილავა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, აგრეთვე ოლიმპიური თამაშებზე მედლების მოპოვება შეძლო. იყო თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (23 კაპიტნად) გაიტანა 6 გოლი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი. საკავშირო პირველობების ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. 2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1912 – კანადის ვიქტორიას შტატში, ჰოკეის ეროვნული ასოციაციის პირველი მატჩი ჩატარდა.
1934 – ბეისბოლის ეროვნული და ამერიკული ლიგების ოფიციალური წარმომადგენლები, თამაშების ერთი სახის ბურთით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
1971 – ”ჰარლემ გლოუბთროთერზის” საკალათბურთო გუნდმა 2 495 მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ ”ნიუ ჯერსი რედზთან” 99:100 წააგო.
1972 – ”კლივლენდ არენაზე” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. ადგილობრივი ”კავალიერზისა” და ”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” შეხვედრას თვალი 11 178 მაყურებელმა მიადევნა.
1974 – ფიფამ საბჭოთა კავშირის ნაკრებს, ჩილესთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის განმეორებით მატჩში 0:3 წაგება ჩაუთვალა.
1984 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”იუტა ჯაზის” მოთამაშე ადრიან დენტლიმ ერთ მატჩში, 28 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.
1989 – სატელევიზიო არხმა ESPN-მა, ბეისბოლის ეროვნული ლიგის 1990 წლის სეზონის, 175 მატჩის ტრანსლაციის უფლება 400 მილიონ დოლარად შეიძინა.
1991 – კევინ ბრედშოუმ კალათბურთში ამერიკის სტუდენტური ლიგის (NჩAA) მატჩში 72 ქულა გააკეთა.
1994 – რუსმა მოცურავე ალექსანდრ პოპოვმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (47.82).
1994 – ჩინელმა მოცურავე იატ ვეიჯუმ 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (58.71).
1996 – ამერიკული ფეხბურის ეროვნული ლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი დონ შულა თავის 66 წლის იუბილეს მეორე დღეს ”მაიამი დოლფინზის” მთავარ მწვრთნელობიდან გადადგა.
2001 – ლონდონის ”უემბლის” რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალების ჩატარება კარდიფის ”მილენიუმის” სტადიონზე გადაწყდა. ”უემბლი” თასის ფინალებს 1923 წლიდან მასპინძლობდა, 1922-ში კი პლანეტის უძველესი ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ლონდონის ”სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა.
2005 – მადრიდის ~სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა ~რეალისა” და ~სოსიედადის” მატჩის ბოლო ექვსი წუთი. ადრე შეხვედრა სარბიელზე ძაბვის ვარდნის გამო შეწყდა. გადათამაშება როდესაც განახლდა, ანგარიში 1:1 იყო, მაგრამ მადრიდელთა პირველივე შეტევას პენალტი მოჰყვა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ზინედინ ზიდანმა და მატჩიც "რეალმა” 2:1 მოიგო.
2006. ჰოკეის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში კანადამ რუსეთს 5:0 მოუგო.
2007 – რუსეთის ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ჰოფმანის თასის ფინალში ესპანეთს 2:1 მოუგო.
2007 – შვეციაში მიმდინარე ჰოკეის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კანადამ რუსეთს 4:2 სძლია.
2009. კანადის ონტარიოს პროვინციის ქალაქ ოტავაში მიმდინარე ჰოკეისტთა ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში კანადამ შვეციას 5:1 მოუგო და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა თანატოლთა შორის უძლიერესის ტიტული. ანალოგიური მიღწევა კანადელებს 1993-97 წლებშიც ჰქონდათ.
2010. ჰოკეისტთა ახალგაზრდული ჩემპიონატზე ზედიზედ ხუთჯერ მოპოვებული პირველობის შემდეგ, კანადის ნაკრები მორიგი ჩემპიონატის ფინალში ოვერტაიმში აშშ-სთან 5:6 დამარცხდა. გადამწყვეტი მატჩი კანადის პროვინცია სასკატუნის ქალაქ სასკაჩევანში ჩატარდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1884 – შარლ კამბიე. ბელგიური ფეხბურთის ვარსკვლავი. ამპლუით ნახევარმცველი. მონაწილეობდა ბელგიელთა ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალურ შეხვედრაში.
1888 – ხუან ბრაუნი. არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მცველი (1906-16). მისი შვილიშვილი ხოსე ლუის ბრაუნი 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
1905 – ლასლო პაპი. ლეგენდარული უნგრელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში ზედიზედ სამი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1948, 1952, 1956). აქტიური საკრივო კარიერის დასრულების შემდეგ უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და ნიჭიერ მოკრივეთა არაერთი თაობა აღზარდა.
1931 – უოლტერ დევისი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1939 – ბრიჯიტ პარკერი. დიდი ბრიტანელი მშვილდოსანი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1943 - მურთაზ ხურცილავა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, აგრეთვე ოლიმპიური თამაშებზე მედლების მოპოვება შეძლო. იყო თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი. სსრკ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი (23 კაპიტნად) გაიტანა 6 გოლი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 293 მატჩი. საკავშირო პირველობების ხუთგზის ბრინჯაოს პრიზიორი. 2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენების კავალერი.
1944 – ტომი სმიტი. ამერიკელი მოცურავე. 200 მეტრზე გაცურვაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1947 – პიტ მარავიჩი. დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშეთა რიგებში. 1987 წელს შეიყვანეს საკალათბურთო ”დიდების დარბაზში”. პიტ მარავიჩმა ხუთჯერ ითამაშა ”ყველა ვარკვლავის” მატჩში, ორჯერ შეიყვანეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წლის სიმბოლურ ხუთეულში.
1949. ლევან ნოდია. ქუთაისის “ტორპედოს” და თბილისის “დინამოს” ფორვარდი. საკავშირო პირველობების ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 114 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1967 წელს გახდა ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი.
1951 – ული ჰიონესი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ”ულმის”, მიუნხენის ”ბაიერნისა” და ”ნიურნბერგის” ფეხბურთელი. ნაკრებში გამოდიოდა 1972-76 წლებში. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. ნაკრებში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. ”ბაიერნის” რიგებში 1974-76 წლებში მოიგო ჩემპიონთა თასი, 1976-ში საკონტინენტთაშორისო თასი. ული ჰიონესი გერმანიის სამგზის ჩემპიონია (1972-74). ბუნდესლიგაში ჩაატარა 250 მატჩი, გაიტანა 86 გოლი.
1954 – ალექს ინგლიში. ”ინდიანა პეისერზის”, ”დენვერ ნაგითსისა” და ”დალას მავერიკსის” კალათბურთელი. ინგლიში რვაჯერ დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სიმბოლურ ხუთეულში (1982-89). 1997 წელს შეიყვანეს საკალათბურთო ”დიდების დარბაზში”.
1955 – ვლადიმირ ფიოდოროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და ტაშკენტის "ფახთაქორის” ფორვარდი. 1979 წლის 11 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
1957 – კარლ ალგოვერი. გერმანელი ფეხბურთელი. "შტუტგარტის” ლეგენდარული მოთამაშე. გფრ-ის 1984 წლის ჩემპიონი.
1957 – დევიდ ფეარკლაფი. 1970-80-იანი წლების "ლივერპულის” ფორვარდი. ევროპის ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი.
1962 – გრიგოლ ცაავა. თბილისის ”დინამოს”, ლანჩხუთის ”გურიას”, სოხუმის ”ცხუმისა” და ”თეთრი არწივის” ფეხბურთელი. გამოირჩეოდა უაღრესად ტექნიკური სტილის თამაშით. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. გრიგოლ ცაავა ამჟამად თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
1968 – ლეილა მესხი. პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი და ოლიმპიადის პრიზიორი საქართველოში. 1990-91 წლებში მსოფლიოს უძლიერესთა ოცეულში შედიოდა და ერთ მომენტში პირველ ათეულშიც დაიმკვიდრა ადგილი. ლეილა მესხი იყო მსოფლიოსა (1986) და ევროპის (1985) ჩემპიონი გოგონებში. მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატები, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები (1987) ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, ”ვირჯინია სლიმზის” სამი ტურნირი, 1995 წელს მოიგო ჰობარტის ტურნირი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში პირველ წრეში დაამარცხა ჩეხოსლოვაკიელი რაიხლოვა 7:5, 7:5, მეორე წრეში კი დამარცხდა შტეფი გრაფთან 5:7, 1:6. 1992 წლის ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში, პირველივე წრეში წააგო ფრანგ მარი პირსთან 6:7, 5:7. წყვილთა თანრიგში, ბელორუს ნატალია ზვერევასთან ერთად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მესხი-ზვერევას წყვილმა დაამარცხა კატარინა და მაგდალენა მალეევას (ბულგარეთი), პეტრა რიზერისა და იუდიტ ვიზნერის (ავსტრია), მერსედეს პასისა და პატრიცია ტარაბინის (არგენტინა), მერი ჯოსა და ჯიჯი ფერნანდესის (აშშ) დუეტები. იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
1970 – იური კოვტუნი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “დინამოსა” და ”სპარტაკის” მცველი. რუსეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 304 მატჩი.
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1971 – პროფესიონალ მოკრივეთა შორის, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, 1962-64 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის, სონი ლისტონის ცხედარი, მისმა მეუღლემ საძინებელ ოთახში აღმოაჩინა