ფეხბურთი

0:17 | 31.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი წლის საუკეთესო სპორტსმენია!

სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 91 ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, ნოიერმა კი ხმების 14.84% მიიღო და შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს (13.26%) და მადიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს (12.79%) მცირედით აჯობა.

ქალთა შორის პირველი ადგილი ამერიკელ ჩოგბურთელ სერენა უილიამსს ერგო, საუკეთესო ნაკრებად კი გერმანიის ეროვნული გუნდი აღიარეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გერმანელებმა (39.36%) “რეალს” (12.55%) და შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრებს (7.81%) საგრძნობლად გაუსწრეს.

0.118835