ფრანგულ ვანდეუვრში დასრულდა საჭადრაკო ტურნირი, რომლის 54 მონაწილეს შორის ქართველი ნინო ბაციაშვილიც (2442) გახლდათ.
9 ტურად ჩატარებულ შეჯიბრში ბაციაშვილმა 5.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-15 ადგილი დაიკავა.
7-7 ქულა მოაგროვეს გერმანელმა დენის ვაგნერმა (2488) და უკრაინელ სერგეი ფედორჩუკმა (2669). დამატებითი მაჩვენებლებით, ჩემპიონობა გერმანელს ერგო.