ფეხბურთი

21:13 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სელტიკს” ვან დიკის შენარჩუნება სურს

გლაზგო “სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა რონი დეილამ ვირჯილ ვან დიკის ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი ფეხბურთელის კლუბში დარჩენის იმედი გამოთქვა.

“იმედი მაქვს ვან დიკი კლუბში დარჩება. იგი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მისი გაშვება ჩვენს ინტერესებში არ შედის. პირიქით, გვსურს მოთამაშით დაინტერესებულ კლუბებს იმედი გაუცრუვდეთ და გაზეთებში დაწერილი ვარაუდები ტრანსფერის შესახებ არ გამართლდეს. გასულ ზაფხულს ფრეიზერ ფორსტერი დიდ თანხად გავყიდეთ და ამ ეტაპზე ფულზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შენარჩუნებაა”, – აღნიშნა “სელტიკის” მწვრთნელმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ვან დიკის შეძენა “საუთჰემპტონს” სურდა. გასულ ზაფხულს “სელტიკიდან” 10 მილიონი სტერლინგის სანაცვლოდ ინგლისის ნაკრების მეკარე ფრეიზერ ფორსტერი გადავიდა, თუმცა მოხდება თუ არა კლუბებს შორის შეთანხმება ჰოლანდიელი მცველის თაობაზე მომავალ თვეში გავიგებთ.

2013 წელს ვირჯილ ვან დიკი “გრონინგენიდან” გადავიდა “სელტიკში,” სადაც გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ იქცა. ვირჯილმა გასულ სეზონში საფეხბურთო კარიერაში პირველი ტიტული, შოტლანდიის პრემიერლიგა მოიგო და მისი გუნდი მიმდინარე სეზონშიც ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია.

0.117148