მადრიდის “ატლეტიკოს” რიგებში საახალწლოდ კარგი სიახლეა, “როხიბლანკოს” მარცხენა მცველმა, კრისტიან ანსალდიმ ტრავმა მოიშუშა და კლუბს დაუბრუნდა.
ანსალდის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ არგენტინელი სრულიად გამოჯანმრთელდა და შაბათს “ლევანტეს” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. კრისტიანმა კლუბის გუშინდელ ვარჯიშში სრულფასოვნად მიიღო მონაწილეობა. მან ტრავმის გამო ლა ლიგის ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა.
28 წლის მცველი “ზენიტის” საკუთრებაა და “როხიბლანკოში” იჯარის წესით ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ანსალდიმ მადრიდელთა მაისური 11-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.