ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა იმ მსაჯთა სია, რომლებიც ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრებს გაუძღვებიან.
ტურის ცენტრალური შეხვედრა “ნოუ კამპზე” გაიმართება, სადაც გასული წლის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 41 წლის უნდიანო მალენკო იქნება. ნავარელი თემიდის მსახური ლა ლიგის შეხვედრებს 2000 წლიდან უძღვება, ხოლო 2004 წლიდან ფიფას კატეგორიის მსაჯია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 12 იანვარს 00:00 საათზე გაიმართება.