საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა უკრაინული სპორტის წლის ფეარ პლეის ავტორი გახდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა telegraf.com.ua იტყობინება.
“ბევრს ჯერ კიდევ ახსოვს მომენტი, როდესაც “დნიპრო”-“დინამოს” მატჩის დროს “დნიპროს” მეკარე დენის ბოიკო კიეველთა კაპიტანს ოლეგ გუსევს შეეჯახა, რომელმაც გონება დაკარგა. “დნიპროს” ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ მომხდარი გაიაზრა და გუსევის დასახმარებლად დაუყონებლივ გაეშურა. მოგვიანებით კანკავას რომან ზოზულია და არტიომ ფედეცკი შეუერთდნენ. მედიკოსების მოსვლამდე ბიჭებმა მოთამაშეს პირველი დახმარება აღმოუჩინეს. ჯაბას, ზოზულიას და ფედეცკის ესმოდათ, რომ გუსევითვის კრიჭის შეკვრის საშუალება არ უნდა მიეცათ, რადგან ფეხბურთელი უბრალოდ დაიხრჩობოდა. საბოლოო ჯამში, კანკავა თითზე კბენით გადარჩა, ხოლო ზოზულიას მუშტებზე კბილების ნაჭრილობები დარჩა. მოგვიანებით ექიმებმა მოირბინეს და გუსევს კისერი დაუფიქსირეს.
გუსევი გონს მოეგო და ადგომა სურდა, მაგრამ ექიმებმა ის საკაცეზე დააწვინეს. ვიდრე ის მიჰყავდათ, კიეველი უაზროდ ბურტყუნებდა: “სად მიდიხართ? თამაში მინდა”. დანარჩენი გაუგებარი იყო.
საავადმყოფოში ექიმებმა გუსევს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. ყველაფერი ტრაგიკულად არ დასრულდა, როგორც თავიდან სჩანდა”, - იუწყება telegraf.com.ua კანკავას შესახებ.