არგენტინულმა “ბოკა ხუნიორსმა” ანდალუსიური “მალაგას” ნახევარმცველი, პაბლო პერესი ინათხოვრა – იუწყება ორივე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
29 წლის ფეხბურთელი არგენტინულ გრანდში 1.5-წლიანი იჯარით ითამაშებს.
“მალაგამ” პერესი გასული წლის იანვარს 1 მილიონ ევროდ გაიფორმა “ნიუელს ოლდ ბოისიდან”, თუმცა არგენტინელმა ვერ გაამართლა და 11 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლით შეეწია ახალ გუნდს. მიმდინარე სეზონში კი, პაბლოს საერთოდ არ უთამაშია.
პაბლო პერესი უკვე მეორე მოთამაშეა, რომელიც “მალაგადან” ზამთარში აიბარგა. რამდენიმე დღის წინ, “მედუზები” გამოცდილმა თავდამსხმელმა, როკე სანტა კრუზმა დატოვა, რომელიც 1.5 მილიონ ევროდ “კრუზ ასულში” გადავიდა.