კატალონიის “ბარსელონა” სპორტული არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შვეიცარიის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს.
დღეს, 30 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ სპორტულმა არბიტრაჟმა FIFA-ს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას”, 2016 წლის 1 იანვრამდე, ფეხბურთელების ყიდვის უფლება არ ექნება.
“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კლუბის იურისტები სხვადასხვა იურიდიულ გზებს ეძებენ და მათ შორის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოში გასაჩივრებაცაა.