ფეხბურთი

17:34 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს ამერიკასა და უზბეკეთში იწვევენ

ფეხბურთის ბრაზილიელ ლეგენდას, ამჟამად “კერეტაროში” მოთამაშე რონალდინიოს კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან უზბეკეთში გაგრძელების შანსი აქვს.

34 წლის თავდამსხმელს “კერეტაროსთან” კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას კარიერის მექსიკურ კლუბში გაგრძელების სურვილი არ აქვს.

Mediotiempo-ს ცნობით, ბრაზილიელ ვარსკვლავ ამერიკული “ორლანდო სიტი” და უზბეკური “კაბუშკორპი” იწვევენ. ამერიკაში გადასვლის შემთხვევაში, რონალდინიო თანამემამულე ვარსკვლავის, კაკას თანაგუნდელი გახდება.

თეგებირონალდინიო
0.11697