ფეხბურთი

15:28 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ევროპაში ყველაზე დაბალი გუნდია

მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკის საიტის გამოთვლით, ევროპაში ყველაზე დაბალი ფეხბურთელები ესპანურ "ბარსელონას" ჰყავს. რა თქმა უნდა, საშუალო მაჩვენებლებით. "ბარსას" მოთამაშეთა საშუალო სიმაღლე 177,3 სანტიმეტრია.

ევროპაში ყველაზე მაღალი ფეხბურთელები უნგრულ "დიოშდიორს" ჰყავს - 186 სანტიმეტრი საშუალოდ, რაც მართლაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ცნობილი კლუბებიდან სიმაღლით გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს ფრანგულ "მონაკოს" (185,3 სმ), გერმანულ "შალკეს" (185,8 სმ), "ვოლფსბურგს" (185,8 სმ).

0.109594