ფეხბურთი

12:21 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მწვრთნელი “ვესტ ბრომვიჩმაც” დაითხოვა

“ვესტ ბრომვიჩის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი ალან ირვინი “კრისტალ პალასიდან” გათავისუფლებულ ნილ უორნოკის კვალს მიჰყვა და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. აღნიშნული ინფორმაცია “ალბიონის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ინგლისურმა კლუბებმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი წრე უკვე ჩაატარეს და შედეგად თავკაცები წარუმატებელი თამაშის გამო 2 გუნდის, “ვესტ ბრომვიჩის” და “კრისტალ პალასის” ხელმძღვანელობამ დაითხოვა.

შოტლანდიელი სპეციალისტი ვესტ ბრომვიჩელებს სათავeში 2014 წლის ივლისში ჩაუდგა. ირვინის გაწვრთნილი გუნდი 19 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას ერთი ქულა აშორებს. “ვესტ ბრომვიჩმა” ბოლო 9მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და კლუბის ხელმძღვანელობამ წარუმატებელი თამაში ირვინს არ აპატია.

შოტლანდიელის შემცვლელად ბრიტანული პრესა ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილ თავკაც 45 წლის ინგლისელ ტიმ შერვუდს მიიჩნევს.

0.152772