ფეხბურთი

12:06 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარდიუ “კრისტალ პალასის” ახალი მწვრთნელი გახდება

ბრიტანული მედიიის ინფორმაციით, “ნიუკასლის” ჯერ კიდევ მოქმედი დამრიგებელი ალან პარდიუ უახლოეს მომავალში “კრისტალ პალასის” ახალი მწვრთნელი გახდება. 53 წლის “კაჭკაჭების” თავკაცმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ყოფილ კლუბთან. ინგლისელი უახლოეს მომავალში ლონდონელებთან 4-წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს და ხელფასის სახით 2 მილიონ გირვანქას მიიღებს.

“კრისტალ პალასის” ოფიციალურ ვებგვერდს აღნიშნული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. პარდიუს “იუნაიტედთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს და როგორც ინგლისური მედია იუწყება, “ნიუკასლი” ამ გარიგების სანაცვლოდ 2 მილიონ გირვანქას მიიღებს.

53 წლის სპეციალისტისთვის “კრისტალ პალასი” უცხო კლუბი ნამდვილად არააა. მოქმედი ფეხბურთელობის პერიოდში ინგლისელი 4 სეზონის განმავლობაში (1987-1991) “არწივების” შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ალან პარდიუ “კრისტალ პალასში” ნილ უორნოკს შეცვლის, რომელიც “საუთჰემპტონთან” პრემიერლიგის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წაგების (1:3) შემდეგ დაითხოვეს.

0.132392