კალათბურთი

2:45 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კვირის მოთამაშეებად ბატლერი და ჰარდენი აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “ჩიკაგო ბულზის” და “ჰიუსტონ როკეტსის” მცველები ჯიმი ბატლერი და ჯეიმს ჰარდენი აღიარეს.

ბატლერის დახმარებით, ჩიკაგოელებმა გასული კვირის ოთხივე მატჩი მოიგეს, ჯიმი კი საშუალოდ 23.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 3.3 პასს და 2.0 დაფარებას აგროვებდა. ამასთან, იგი ლიგაში მოედანზე ყველაზე მეტ დროს – 40.2 წუთს ატარებდა.

ჰიუსტონელებმა სამიდან 2 თამაში მოიგეს, ჰარდენის საშუალო მაჩვენებლები კი 34.7 ქულა, 7.3 პასი, 4.3 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა გახლდათ.

კვირის მოთამაშეობაზე პრეტენზიას პილ მილსეპი (“ატლანტა”), ჯარეტ ჯეკი (“ბრუკლინი”), ანდრე დრამონდი (“დეტროიტი”), ჯამალ კროუფორდი, ბლეიკ გრიფინი (ორივე – “კლიპერსი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ერიკ ბლედსოუ (“ფინიქსი”), დემიან ლილარდი, უესლი მეტიუზი (ორივე – “პორტლენდი”) და კაილ ლოური (“ტორონტო”) აცხადებდნენ.

0.115331