ჭადრაკი

2:22 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრონინგენში საპრიზოს შანსი დაიკარგა

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურიღა რჩება, ქართველ მოჭადრაკეებს კი საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვთ.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი შოთა აზალაძეს (2499) გააჩნია, რომელიც შავი ფიგურებით იტალიელ დანიელე ვოკატუროს (2590) დაუზავდა და 5.5 ქულით მე-11 ადგილზეა.

4.5 ქულით 35-ე პოზიციაზე გადაინაცვლა დავით ლობჟანიძემ (2433), რომელიც შავებით თურქ დემრე კერიგანთან (2277) დამარცხდა, ხოლო ალექსანდრე ებრალიძე (2128) 3.5 ქულით 74-ეა. ეს უკანასკნელი თეთრებით ჰოლანდიელ ვიმ ჰეემსკერკს (2169) დაუზავდა.

დასკვნით ტურში აზალაძე და ლობჟანიძე თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. პირველი სომეხ ვაჰე ბაღდასარიანს (2368) გაეჯიბრება, მეორე კი – გერმანელ პეტერ ვაკერს (2305). ებრალიძე შავებით რუმინელ ვლად-იონუტ შტეგარიუს (2268) ეთამაშება.

გრონინგენის ტურნირის მოგების საუკეთესო შანსი გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ დონჩენკოს (2523) აქვს, რომლის აქტივშიც 7.0 ქულაა. იგი უახლოეს კონკურენტ ალექსანდერ იპატოვს (თურქეთი, 2599) 0.5 ქულით უსწრებს.

0.111367