ფეხბურთი

19:57 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პლატინი უეფას პრეზიდენტი კიდევ 4 წელი იქნება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი თანამდებობას კიდევ 4 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2015 წლის 24 მარტს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის განაცხადის მიღების ვადა ამოიწურა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 24 დეკემბერი იყო. ასევე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ მიშელ პლატინიმ გამოთქვა. ეს ნიშნავს, რომ 24 მარტს გასამართი კენჭისყრა ფორმალობა იქნება და ფრანგ საფეხბურთო მოღვაწეს, რომელიც თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს, მესამედ აირჩევენ. პლატინი უეფას პრეზიდენტი 2019 წლამდე იქნება.

0.119187