ფეხბურთი

19:19 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონემ პრემიერლიგა იუარა

ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ პრემიერლიგის გუნდებს, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” შეთავაზებებზე უარი უთხრა. ხსენებულ გრანდებს სიმეონეს საკუთარ გუნდში ხილვა მომავალი სეზონიდან სურდათ, თუმცა, როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელი მადრიდის დატოვებას არ აპირებს.

სიმეონე “როხიბლანკოს” 2011 წლიდან ხელმძღვანელობს და გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, გასულ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

0.116246