ლონდონის “ჩელსი” მზადაა ხორვატული “რიეკას” 23 წლის თავდამსხმელის ანდრეი კრამარიჩის შესაძენად 9 მილიონი ევრო გადაიხადოს. კრამარიჩის ირგვლივ ბოლო ხანებში ბევრი იწერება, თუმცა ფეხბურთელის ტრანსფერს საშველი ჯერჯერობით ვერ დაადგა.
არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ფორვარდის აგენტმა და მამამ იოზეპ კრამარიჩმაც გააკეთა:
“ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. ანდრეის სურს, რომ სიტუაცია მალე და მშვიდობიანად გადაწყდეს. რაც შეეხება “ჩელსის”, ამის თაობაზე არაფერი ვიცით” – განაცხადა უფროსმა კრამარიჩმა.
ფეხბურთელის შეძენით ლონდონელთა გარდა, სერიოზულადაა დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსიც”.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდს ხორვატიის ჩემპიონატში 18 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.