იტალიური “მილანი” საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელით, კოსტას მიტროღლუთი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი გამოცემა Corriere Dello Sport-ი
26 წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებები “ფულჰემს” ეკუთვნის, თუმცა მიმდინარე სეზონში იჯარის წესით “ოლიმპიაკოსში” ასპარეზობს. კოსტასს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 8.5 მილიონ ევროდაა შეფასებული. “როსონერი” მას “ატლეტიკოში” გადასული ფერნანდო ტორესის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად განიხილავს.
მიმდინარე სეზონში მიტროღლუმ 17 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.