ფეხბურთი

17:44 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ემპოლიმ” შეყილაძე “პიზაში” გაუშვა

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ირაკლი შეყილაძე კარიერას “პიზაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ექსკლუზიურად ინტერნეტპორტალი tuttomercatoweb.com-ი იუწყება.

მიმდინარე სეზონში, 22 წლის შეყილაძეს “ემპოლიში” არცერთხელ უთამაშია და ამიტომ, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კლუბმა გადაწყვიტა ქართველი ფორვარდი იტალიის ლეგა პრო B-ში (რანგით მე-3 ლიგა) გაანათხოვროს. 18 ტურის შემდეგ, “პიზა” 32 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.

0.130591