ფეხბურთი

17:28 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლავეცის პარიზის დატოვება უნდა

იტალიური მედიის ცნობით, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” არგენტინელ თავდამსხმელ ეზეკიელ ლავეცის გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. 29 წლის შემტევი საფრანგეთის დედაქალაქში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და იტალიაში დაბრუნებას ეშურება.

ბოლო ხანებში ხშირად იწერება არგენტინელის იტალიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ. ფეხბურთელის სახელს მილანურ გრანდებს “ინტერსა” და “მილანს” უკავშირებენ. აპენინელი ჟურნალისტები ლავეცის “ნაპოლიში” დაბრუნებასაც არ გამორიცხავენ. თუმცა მათი ვარაუდით, ფეხბურთელის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი რობერტო მანჩინის გუნდს აქვს.

“პოჩოს” საფრანგეთის უძლიერეს გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. წლეულს ლიგა 1-ში ლავეციმ პსჟ-ს ღირსება 13 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.

0.113206