მადრიდის “რეალის” იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი “გაძეტა დელ სპორტს” ესაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განვლილი წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ “რეალის” ამჟამინდელი გუნდი, კლუბის ისტორიაში ჩაეწერა.
“2014-ში ჩვენ გუნდის ისტორიაში შევედით, მოვიგეთ მე-18 ევროპული ტიტული და გავუთანაბრდით “მილანს”. ამ მიღწევით საბოლოოდ დავიმკვიდრეთ ადგილი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც. დამდეგ წელსაც იგივენაირი წარმატებით გვსურს გაგრძელება” – განაცხადა ანჩელოტიმ.
2014 წელი მადრიდული გრანდისთვის მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.