ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (ACB ლიგა) მე-13 ტურის მატჩში “ბარსელონამ” კატალონიაში მადრიდის “რეალს” 76:68 მოუგო.
“ბარსელონას”, ტრავმის გამო, ლიდერები ხუან კარლოს ნავარო და ბრედ ოლესონი აკლდა. “რეალი” კი სრული შემადგენლობით იყო. “ბარსამ” სამი პერიოდი მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო. კატალონიელეთა რიგებში ხორვატი ანტე ტომიჩი გამოირჩა 12 ქულით და 8 მოხსნით. მადრიდელთა ლიდერებს სერხიო როდრიგესს და რუდი ფერნანდეს სროლები არ წაუვიდათ.
ესპანეთის ჩემპიონატს 11 მოგებით და 2 წაგებით “უნიკახა მალაგა” ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს “ბარსელონა” და “რეალი” იკავებენ. თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” მეცხრე ადგილზეა.
“ბარსელონა” – “რეალი” 76:68 (24:22, 23:18, 11:15, 18:13)
“ბარსელონა”: ტომიჩი (12 ქ. 8 მ.), დოელმანი (12 ქ.), უერტასი (10 ქ.), სატორანსკი (10 ქ.), ჯექსონი (8 ქ.), ლამპე (7 ქ.), ტომასი (6 ქ.), ჰეზონია (5 ქ.)
“რეალი”: მაჩიოულისი (14 ქ.), ლული (12 ქ.), ქეროლი (10 ქ), ფერნანდესი (8 ქ.), რივერსი (7 ქ.), ნოჩიონი (6 ქ.), ბურუსისი (3 ქ.), რეიესი (4 ქ.), აიონი (2 ქ.), მეჯრი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=O2gEKRSBYQA