ფეხბურთი

12:41 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელი ტორალი გახდა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა, დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად “ვილიარეალის” თავკაცი, მარსელინიო ტორალი დაასახელა.

“ვილიარეალმა” დეკემბერში ჩატარებულ სამივე შეხვედრაში იმარჯვა.“ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” შინ “დეპორტივო” (3:0) და “სოსიედადი” (4:0) გაანადგურეს, ხოლო გასვლაზე მოქმედი ჩემპიონი “ატლეტიკო” (1:0) დაამარცხეს.

ტორალის გუნდი 16 ტურის შემდეგ ლა ლიგაში 30 ქულით მე-5 ადგილზეა.

0.123873