ინგლისის პრემიერლიგის კლუბი “ლესტერ სიტი” 23 წლის ხორვატი მოთამაშის, ანდრეი კრამარიჩის შეძენას ცდილობს.
ფეხბურთელის ამაჟამინდელი კლუბის, “რიეკას” სპორტული დირექტორის სრეჩკო ჯურიჩიჩის თქმით, ორივე მხარეს სურს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, თუმცა კრამარიჩის შეძენით სხვა კლუბებიც არიან დაინტერსებულნი.
“ამჟამად ღია ვართ ნებისმიერ კლუბთან მოსალაპარაკებლად. რაც შეეხება “ლესტერს,” მათი ვესუბრეთ, თუმცა გარკვეული საკითხები დაზუსტებას მოითხოვს, რის შემდეგაც გვეცოდინება, დარჩება თუ არა კრამარიჩი “რიეკაში” – განაცხადა სპორტულმა დირექტორმა.
ანდრეი კრამარიჩი ზაგრების “დინამოს” აღზრდილია, 2013 წლიდან კი “რიეკაში” თამაშობს. თამაშობდა ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ხოლო წლეულს ოთხჯერ ეროვნულ გუნდშიც ითამაშა და ;2 გოლიც გაუტანა მალტასა და აზერბაიჯანს.