თურქეთის სუპერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში “ქასიმფაშამ” მე-17 ადგილოსან “სივასპორს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.
შოთა არველაძის გუნდი არასტაბილურად გამოდის - 15 ტურის შემდეგ 20 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს და ევროზონას 7 ქულით ჩამორჩება. “ქასიმფაშამ” ჩემპიონატის ბოლო ხუთი მატჩიდან 2 მოიგო, 2 წააგო, ხოლო ერთიც ფრედ ითამაშა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა “ლივერპულის” ყოფილი შემტევი რაიან ბაბელი, ხოლო “სივასპორის” მაისურით სრულად ჩაატარა შეხვედრა მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველმა სისინიომ.
“ქასიმფაშა” შემდეგი ტურის შეხვედრას გასვლაზე, მე-14 ადგილოსან “ქაისერ ერქიესპორთან” გამართავს.