ჩოგბურთი

22:23 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და მისი მეწყვილე ფინალში დამარცხდნენ

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტი ინდოეთის ქალაქ პუნეში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა, გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ფინალამდე კალაშნიკოვამ და ვასილიევამ 3 მატჩი სეტისწაუგებლად მოიგეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსულ-სერბულ წყვილთან (მორგინა-სტოიანოვიჩი) 6:7 (4:7), 4:6 დამარცხდნენ.

0.140484