მილანის “ინტერი” 28 წლის ჰოლანდიელი შემტევით, იბრაჰიმ აფელაით დაინტერესდა. ინფორმაციას ავრცელებს La Gazzetta Dello Sport. აფელაი “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ საბერძნეთის “ოლიმპიაკოსში” ჰყავს განათხოვრებული.
იბრაჰიმმა “ოლიმპიაკოსის” მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აფელაი 2007 წლიდან ჰოლანდიის ნაკრების წევრია, სადაც 48 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.