იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტის” ჟურნალისტი ვეტერან ბრაზილიელ ფეხბურთელ ჟუნინიო პერნამბუკანოს შეხვდა და ანდრეა პირლოსა და მირალემ პიანიჩის შესახებ ესაუბრა.
ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პირლოსა და პიანიჩის საჯარიმოებზე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
-“ლიონის” ყოფილმა 8 ნომერმა გასული სეზონი “ვასკო და გამაში” დაასრულეთ და ახლა ბრაზილიაში ცხოვრობთ...
- თუმცა, ევროპულ ფეხბურთს თვალს აქტიურად ვადევნებ. არ შეიძლება, არ უყურო ანდრეა პირლოსა და მირალემ პიანიჩის თამაშს.
- ჟუნინიო, მიმდინარე სეზონში პირლომ და პიანიჩმა ორ-ორი საჯარიმო გაიტანეს. რომელი ჯობია ამ კომპონენტში?
- პირლო ყველა სტანდარტულის შემსრულებისგან განსხვავებულია. პიანიჩი კი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა მომატება შეუძლია. იგი “ლიონში” ჩემს გვერდით გაიზარდა.
- რას იტყოდით პირლოს შესახებ?
- პროფესორია, ნამდვილი ტრეკვარტისტა. მან კარგად იცის სად უნდა მისცეს პასი და როდის.
- პირლო ერთ-ერთი საუკეთესოა?
- დიახ, იგი ტოპ ფეხბურთელია. გარდა ამისა, საჯარიმოების დარტყმა მას სხვადასხვა პოზიციიდანაც შეუძლია.
- ზაფხულში იუვენტინო ბრაზილიაში გაიცანით.
- ჩვენი შეხვედრა ძალზე ხანმოკლე გამოდგა. იგი იტალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალისთვის ემზადებოდა და ბევრი თავისუფალი დრო არ ჰქონდა. თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემს ქვეყანაში შევხედროდი მას და საჩუქრად ჩემი მაისური გადამეცა.
- არ გქონიათ იდეა, მოგეწყოთ შეჯიბრება – ჟუნინიო-პირლო-პიანიჩი?
- არასდროს. მაგრამ კარგი იდეაა. იმედია, მოვიგებდი (იცინის).