მოსკოვის “დინამოს” ფრანგმა ნახევარმცველმა მატიო ვალბუენამ ტვიტერზე განაცხადა, რომ მას დიდებული სეზონი ჰქონდა.
“დიდებული სეზონი მქონდა და მადლობა გუნდს ყველაფრისთვის”- განაცხადა ვალბუენამ. 30 წლის ფრანგი ნახევარმცველი ამ ზაფხულს “მარსელიდან” მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, სადაც 20 მატჩი ჩაატარა. ფრანგმა 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ვალბუენა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს. სადაც 43 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.