ფეხბურთი

14:13 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქპრ როდრიგესს უმიზნებს

ლონდონური “ქუინზ პარკ რეინჯერსი” მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ნახევარმცველით, კრისტიან როდრიგესით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.

ურუგვაელ ფეხბურთელს “როხიბლანკოს” რიგებში თამაში იშვიათად უწევს, რითაც უკმაყოფილოა და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს. თავის მხრივ, ფლანგების გაძლიერება სურს ქპრ-ს მთავარ მწვრთნელს, ჰარი რედნაპს და როდრიგესის გარდა, რამდენიმე მოთამაშეს აკვირდება.

29 წლის ფეხბურთელს “ატლეტიკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 4.5 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში როდრიგესმა 11-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

0.113119